1963 წელს საბჭოთა კავშირის უმაღლესი სამხედრო სასამართლოს კოლეგიამ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულ სსრკ-ს მთავარი სადაზვერვო განყოფილების პოლკოვნიკს – ოლეგ პენკოვსკის განაჩენის სახით სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა გამოუტანა. ცნობისათვის, სამშობლოს ღალატში მსჯავრდებულმა პენკოვსკიმ „ცივი ომის” მიმდინარეობისას აშშ-ის ხელისუფლებას კუბაზე განთავსებული საბჭოთა ატომური რაკეტების ადგილმდებარეობისა და მათი რაოდენობის შესახებ მიაწოდა უმნიშვნელოვანესი ინფორმაციები. რამდენიმე სანდო წყარო იუწყება, რომ პენკოვსკი საბჭოთა ხელისუფლების ბრძანებით სამაგალითოდ იქნა დასჯილი. სამაგალითოში იგულისხმება ის, რომ მსჯავრდებული კი არ დახვრიტეს, არამედ ცოცხლად დაწვეს კრემატორიუმში ჯალათებმა, რასაც თავის მხრივ, კინოლენტაზე იწერდა ოპერატორი. იმავე წყაროების მტკიცებით, რამდენიმე ხნის განმავლობაში სამშობლოს მოღალატის კრემატორიუმში ცოცხლად დაწვის ამაზრზენი პროცესის ვიდეო-ვერსიას „სუკი”-ს ხელმძღვანელობა იმავე ორგანიზაციის მომავალ აგენტებს აყურებინებდა, რათა მათ პენკოვსკის მსგავსად არასოდეს გაევლოთ გულში სამშობლოს ღალატი.
ვებგვერდის ადმინისტრატორი.