2013 წელს აღმოსავლეთ აზიაში მდებარე – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში – “სრულიად ჩინეთის წარმომადგენელთა კრების” (იგივე – პარლამენტის) მიერ დამტკიცებული იქნა კანონი, რომლის თანახმადაც სავალდებულო გახდა ხანდაზმულ მშობლებს შვილებმა ხშირად ეწვიონ და აღმოუჩინონ არა მხოლოდ ფინანსური, არამედ მორალური მხარდაჭერაც. ასეთი უჩვეულო კანონის მიღება, ალბათ, ბევრისათვის წარმოუდგენელი რამ გახლავთ, რადგან, როგორც ცნობილია, ჩინელების კულტურისათვის იმთავითვე დამახასიათებელი თვისება გახლდათ არა მხოლოდ თავიანთი ხანდაზმული მშობლების პატივისცემა, არამედ ნებისმიერი ხანდაზმული ადამიანსაც კი. თუმცა, უკანასკნელ პერიოდებში მოხუცებზე ზრუნვა ერთობ პრობლემატურ საკითხად იქცა ჩინეთში. შესაბამისად, ძალიან გაზრდილი იქნა ისეთი სახის სამართლებლივი დავების რაოდენობა, სადაც მშობლები შვილებს არასათანადო ყურადღებისათვის უჩიოდნენ. აღნიშნული კანონპროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ სწორედ სასამართლოს წინაშე წარსდგომის შიში აიძულებს მშობლებისადმი უყურადღებო და გულგრილი დამოკიდებულების მქონე ადამიანებს, ერთხელ და სამუდამოდ, კონტროლის ქვეშ იყოლიონ თავიანთი უმწეო და ხანდაზმული მშობლები.
ვებგვერდის ადმინისტრატორი.