დრაკონის კანონები – ისტორიული მიმოხილვა

ათენის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას საფუძველი ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით XIII საუკუნეში ჩაუყარა ლეგენდად ქცეული ათენის მეფის – თეზევსის მიერ ჩატარებულმა რეფორმებმა. სწორედ მისი ძალისხმევის შედეგად გაერთიანდა 12 ძველ ბერძნული დასახლება ერთ დიდ პოლისად, რომლის ცენტრადაც იმთავითვე ათენი განისაზღვრა. მასვე მიეწერება ათენის ყველა თავისუფალი მოქალაქის სამ ჯგუფად დაყოფა – „ევპატრიდები” – თავადაზნაურობა, „გეომორები” – მიწათმოქმედები და „დემიურგები” – ხელოსნები.

ათენის სახელმწიფოს ერთ-ერთ პირველ კანონმდებლად კი მიჩნეულია დღეისათვის საყოველთაოდ ცნობილი ძველ ბერძენი კანონმდებელი – დრაკონი (ძვ.წ.აღ-ით 650-600 წლები). ამ პოლიტიკური რეფორმატორის მიერ ძვ.წ.აღ-ით 621 წელს შემუშავებულ და დამკვიდრებულ არქაიკული პერიოდის კანონებს, რომელთაც შემდგომ – „დრაკონის კანონები” უწოდეს, თავისი სისასტიკით, სიმკაცრითა და ოდიოზურობით დღემდე გაოცებაში მოჰყვას საზოგადოება. ამიტომაც შენიშნავდნენ მის შესახებ – „მელნით კი არა, სისხლით არის დაწერილიო”.

პირველი ძველ ბერძნული წერილობითი კანონმდებლობის ავტორი სასიკვდილოდ იმეტებდა არა მხოლოდ მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულებს, არამედ უმნიშვნელო დანაშაულში მსჯავრდებულ ადამიანებსაც. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ამა თუ იმ დანაშაულისათვის ისჯებოდნენ არა მხოლოდ ადამიანები და ცხოველები (ისევე როგორც შუა საუკუნეების ევროპაში), არამედ – საგნები და ნივთებიც კი. შედეგად, „დრაკონის კანონების” თანახმად, ქალაქიდან აძევებდნენ როგორც ადამიანებს, ასევე ცხოველებსა და საგნებს.

ამის სამაგალითოდ ისიც კმარა, რომ ერთხელ ათენურმა სასამართლომ გაასამართლა და დასაჯა (ატიკიდან სამუდამოდ გააძევა) თიხის გამომწვარი კრამიტი იმის გამო, რომ იგი შემთხვევით თავში დაეცა გამვლელს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.

გარდა სისხლის სამართლებლივი კანონმდებლობისა, „დრაკონის კანონები” ასევე არეგულირებდნენ და აკონტროლებდნენ ათენის მოქალაქეთა ქცევებსაც. ასე მაგალითად: ამ უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე ქალაქის მოსახლეობა ისჯებოდა უსაქმურობისთვის.

დრაკონის კანონები პირველად დაწერეს და საჯაროდ გამოაკრეს ხის დაფებზე, რომ ყველას შეეძლო მათი წაკითხვა. თუმცა, მათი მთავარი თავისებურება იყო ექსტრემალური სიმკაცრე, რაც დროთა განმავლობაში სახარებადაც კი იქცა – სიტყვა „დრაკონული“ დღემდე ნიშნავს უაღრესად მკაცრ ან გადამეტებულ ზომებს.

მაგალითები დრაკონის კანონებიდან:

  • ქურდობაზე, მიუხედავად მოპარული ნივთის ღირებულებისა, სასჯელი იყო სიკვდილი.

  • მოქალაქის წინააღმდეგ ძალადობა ან უმნიშვნელო დანაშაული ისჯებოდა სისხლით.

  • უმეტესობა კანონებისა არ განასხვავებდა განზრახვასა და შემთხვევითობას.

ლეგენდის თანახმად, როცა დრაკონს ჰკითხეს, რატომ აირჩია თითქმის ყველა დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯა, მან უპასუხა:

„პატარა დანაშაულისთვის ეს სასჯელი საკმარისია, ხოლო დიდებისთვის – მეტი არ არსებობს.“

მიუხედავად იმისა, რომ დრაკონის კანონებმა სამართალი დაწერა და ერთგვარი წესი დაამკვიდრა, მათი სისასტიკე მიუღებელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. ამიტომ დაახლოებით 40 წლის შემდეგ (ძვ. წ. 594 წელს), სოლონმა, ათენის ერთ-ერთმა უდიდესმა რეფორმატორმა, დრაკონის თითქმის ყველა კანონი გააუქმა (გარდა მკვლელობის სამართლებრივი რეგულირებისა) და საფუძველი ჩაუყარა ახალ, მეტად ჰუმანურ და თანასწორობით შთაგონებულ სამართლებრივ სისტემას.

დრაკონის კანონები იყო ერთ-ერთი პირველი მცდელობა საზოგადოებრივი წესრიგის სამართლებრივი ფორმით რეგულირების. მიუხედავად მათი მკაცრი ბუნებისა, დრაკონის კანონებს ისტორიულად დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლის ევოლუციის თვალსაზრისით:

  • სამართლის დაწერადობა.

  • საჯაროობის პრინციპის დანერგვა.

  • სამართლებრივი თანასწორობის მოთხოვნა.

დღეს, ტერმინი „დრაკონული კანონები“ გამოიყენება ხოლმე იმ კანონების ან პოლიტიკის აღწერისთვის, რომლებიც გადამეტებულად მკაცრად სჯიან ან ზღუდავენ ადამიანებს.

გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

გაიგე მეტი LAWHUB - ისგან

გამოიწერე ჩვენი ვებგვერდი და მიიღე პირველმა სიახლეები.

განაგრძეთ კითხვა