კაცი, რომელსაც 400-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, 35 წლის შემდეგ უდანაშაულოდ ცნეს. საუბარია 57 წლის სიდნი ჰოლმსზე, რომელიც წარმოშობით ფლორიდიდანაა. ის 1988 წელს შეიარაღებული ძარცვისთვის დააკავეს.
“არასდროს დამიკარგავს იმედი, ვიცოდი, რომ ეს დღე ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგებოდა”, – უთხრა 57 წლის კაცმა ჟურნალისტებს. 2020 წელს მან ახალი ადვოკატი დაიქირავა და საქმის ხელახლა განხილვა მოითხოვა. გამოჩნდა ახალი ჩანაწერები, ხელახლა დაიკითხნენ მოწმეები და აღმოჩნდა, რომ კაცი თავდასხმაში არ მონაწილეობდა.
თავდასხმის გარდა, ჰოლმსს მანქანის გატაცებაშიც ედებოდა ბრალი. თავდაპირველად ეჭვმიტანილთა სია 250-ს აღწევდა, მათ შორის იყო სიდნი ჰოლმსის ძმაც. დაზარალებულებს სავარაუდო დამნაშავის ფოტოთი ამოცნობა დაევალათ. მათ პირდაპირ მიუთითეს, რომ თავდამსხმელი სიდნი ჰოლმსი იყო. მოსამართლემ წინა კვირაში გამართულ პროცესზე განაცხადა, რომ 1988 წელს დაზარალებულებმა დამნაშავის სწორად იდენტიფიცირება ვერ შეძლეს. საბოლოოდ გაირკვა, რომ “არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც ჰოლმსს ძარცვასთან აკავშირებს”, – ნათქვამია შტატის პროკურატურის განცხადებაში.
ვებგვერდის ადმინისტრატორი.