ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზები

ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანი და კომპლექსურია. ხშირად, ეს მიზეზები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, რის შედეგადაც ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა ვითარდება. ამ ძალადობის ფაქტორები შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის: სოციალური და გარემო ფაქტორები: ბავშვის ზრდა იმ გარემოში, რომელიც შეიძლება იყოს ძალადობრივი, დიდი გავლენას ახდენს მის ჩამოყალიბებაზე. საზოგადოებისა და სოციუმის ზეგავლენა ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს ბავშვის მენტალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას. ოჯახის როლი: ოჯახი არის ის ძირითადი გარემო, სადაც ბავშვი იზრდება და მისი ფსიქოლოგიური და მენტალური ჩამოყალიბება ხდება. ოჯახში არსებული მდგომარეობა, ურთიერთობები და გარემო პირობები დიდ გავლენას ახდენს ბავშვის მომავალზე. მავნე ნივთიერებების ზემოქმედება: ხშირია შემთხვევები, როდესაც მოძალადეები თავიანთ ძალადობრივ ქმედებებს მავნე ნივთიერებების, როგორიცაა ნარკოტიკები ან ალკოჰოლი, ზემოქმედებას მიაწერენ და ამით ცდილობენ საკუთარი ქმედებების გამართლებას. მთლიანობაში, ოჯახში ძალადობის თავიდან აცილება მოითხოვს სიღრმისეულ და კომპლექსურ  მიდგომას, რომელიც მოიცავს სოციალური და გარემო პირობების გაუმჯობესებას, ოჯახში ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას და მავნე ნივთიერებების მოხმარების კონტროლს.

გამომწვევ მიზეზებად შეიძლება მოვიაზროთ შემდეგი:

  1. კულტურული ფაქტორები – კულტურული ნორმები და ღირებულებები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოჯახში ძალადობის გამომწვევ მიზეზებში. კულტურული ნორმები ხშირად განსაზღვრავს, როგორია ოჯახის წევრების ქცევა და ურთიერთობა. ზოგიერთ კულტურაში, ოჯახში მამაკაცის დომინაცია და ქალის მიმართ დამოკიდებულება, როგორც ქონება ან ნაკლებად მნიშვნელოვანი პირი, შეიძლება იყოს ძალადობის საფუძველი.[1] გენდერული როლები და სტერეოტიპები ხშირად აყალიბებს მამაკაცისა და ქალის ურთიერთობას ოჯახში. ზოგიერთ კულტურაში მამაკაცს მიაჩნია, რომ მას აქვს უფლება ქალის კონტროლის და განკარგვის, როგორც ქონება/ნივთის. ეს მენტალიტეტი შეიძლება იყოს ძალადობის საფუძველი.
  2. ეკონომიკური ფაქტორები – ფინანსური სირთულეები და სტრესი ეკონომიკური სირთულეები და ფინანსური წნეხი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოჯახში ძალადობის გამომწვევ მიზეზებში. უმუშევრობა, დაბალი შემოსავალი, ფინანსური ვალდებულებები და სიღარიბე ქმნის სტრესს და დაძაბულობას ოჯახში, რაც შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტები და ძალადობა.[2] ეკონომიკური ძალადობის ერთი ფორმაა რესურსების კონტროლი, სადაც ერთ პარტნიორს აქვს სრული კონტროლი ოჯახის ფინანსებზე, რაც მეორე პარტნიორის იზოლაციას და დამოკიდებულებას იწვევს. ეს დამოკიდებულება შეიძლება გამოიყენოს ძალადობის იარაღად.
  3. სამართლებრივი ფაქტორები – სამართლებრივი დაცვის ნაკლებობა სამართლებრივი დაცვის მექანიზმების არარსებობა ან ინეფექტურობა ხშირად არის ოჯახში ძალადობის განმეორების მიზეზი. თუ ძალადობის მსხვერპლები არ იღებენ საკმარის სამართლებრივ დაცვას, ეს ქმნის უსაფრთხოების განცდას მოძალადეებში და ძალადობის გამეორებას უწყობს ხელს.[3] სამართალდამცავი ორგანოების არასაკმარისი რეაგირება ან უპასუხისმგებლობა ძალადობის შემთხვევებზე ხელს უწყობს ძალადობის გამწვავებას. პოლიციის და სასამართლოების ეფექტური რეაგირების გარეშე, ძალადობის მსხვერპლები ვერ იღებენ საკმარის დახმარებას და ძალადობის გაძლიერება ხდება.
  4. პოლიტიკური ფაქტორები – პოლიტიკისა და კანონმდებლობის ნაკლებობა, რომელიც მიმართულია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ხშირად იწვევს ძალადობის გამწვავებას. თუ სახელმწიფო არ იღებს საკმარის ზომებს ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, ეს ზრდის ძალადობის რისკს. სამართლებრივი მხარდაჭერისა და რესურსების ნაკლებობა ძალადობის მსხვერპლებისთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხია. თუ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს საკმარის სამართლებრივ და სოციალურ რესურსებს, მსხვერპლები ვერ მიიღებენ საჭირო დახმარებას და დაცვას.[4]

დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე ხშირია შემთხვევები, როდესაც დაზარალებულები უარს ამბობენ მოძალადის დასჯაზე და რელევანტური ღონისძიებების გატარებაზე. რის გატარების მიზეზიც გახლავთ ძალადობრივი ქცევის აღკვეთა და სამართლიანობის დაცვა. როდესაც მსხვერპლი უარს ამბობს ისეთი საქმის აღმოფხვრაზე სადაც მკვეთრად არის გამოხატული ძალადობის ნიშნები, სამართალდამცავი და სხვა შესაბამისი ინსტიტუტები უძლურები არიან იმოქმედონ კანონის ფარგლებში. არის მიზეზები რის საფუძველზეც შესაძლოა მსხვერპლმა არ გააცხადოს ძალადობის ფაქტი, მაგალითად:

  1. შიშის გამო, დაზარალებულები ხშირად თავს იკავებენ მოძალადის დასჯის მოთხოვნისგან. მოძალადის მხრიდან მუქარებმა და ძალადობრივმა ქცევებმა შესაძლოა გაამძაფროს ეს შიში, რაც დაზარალებულს აიძულებს არ მიმართოს პოლიციას ან სამართლებრივ ორგანოებს და არ ითანამშრომლოს მათთან.
  2. ხშირად დაზარალებულები ფინანსურად დამოკიდებულები არიან მოძალადეზე. ასეთ შემთხვევაში, თუ მოძალადე გასამართლდება, დაზარალებულს და მის ოჯახს შეიძლება შემოსავლის წყარო დაეკარგოს, რაც კიდევ უფრო ართულებს მათთვის სამართლებრივი გზების გამოყენებას.
  3. ოჯახური და სოციალური ზეწოლა მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც დაზარალებულებს ხელს უშლის სამართლებრივი პროცესების დაწყებაში. ზოგიერთ კულტურაში ოჯახის სიწმინდე და საზოგადოების მოლოდინები დიდ როლს ასრულებს, რაც დაზარალებულს აიძულებს არ გამოააშკარავოს ძალადობა.
  4. დაზარალებულები ხშირად ემოციურად დამოკიდებულები არიან მოძალადეზე. სიყვარული, იმედი, რომ მოძალადე შეიცვლება, და ურთიერთობის შენარჩუნების სურვილი ხშირად უბიძგებს დაზარალებულებს თავი აარიდონ სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმას.
  5. დაზარალებულებს ხშირად არ აქვთ ნდობა სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის მიმართ. მათ შეიძლება ჰქონდეთ ნეგატიური გამოცდილება სამართალდამცავ ორგანოებთან, ან ეჭვი ეპარებოდეთ, რომ სამართლებრივი სისტემა შეძლებს მათი დაცვასა და დახმარებას.

ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზების მრავალფეროვნება მოითხოვს კომპლექსურ და კოორდინირებულ მიდგომას ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. აუცილებელია ინდივიდუალური, სოციალური, კულტურული და ინსტიტუციური ფაქტორების გათვალისწინება და შესაბამისი პროგრამების და პოლიტიკის შემუშავება, რომლებიც მიზნად ისახავს პრევენციას, განათლებას და მსხვერპლთა მხარდაჭერას. ასევე გთავაზობთ, მაგალითებს თუ რა შეიძლება იყოს კიდევ ოჯახური ძალადობის გამომწვევი მიზეზები:

ფსიქოლოგიური და ემოციური ფაქტორები – სტრესული სიტუაციები და ემოციური დაძაბულობა[5] – სტრესმა და ემოციურმა დაძაბულობამ შეიძლება გამოიწვიოს ოჯახში კონფლიქტების გამწვავება და ძალადობრივი ქმედებები. კონკრეტულად, რთული ეკონომიკური პირობები, სამუშაო დაკარგვა, ჯანმრთელობის პრობლემები და სხვა სტრესული სიტუაციები შეიძლება მოიტანოს ოჯახური კონფლიქტების ზრდა და ძალადობრივი ქცევების გაჩენა. ამ სიტუაციებში პირებმა შესაძლოა დაკარგონ თავიანთი ემოციური და ფსიქოლოგიური კონტროლი, რაც იწვევს ძალადობრივ ქმედებებს.

ურთიერთობის პრობლემები და კომუნიკაციის ნაკლებობა[6]ოჯახში ურთიერთობის პრობლემა და კომუნიკაციის ნაკლებობა ასევე ძალადობის გამომწვევი მიზეზებია. ოჯახში კონფლიქტები ხშირად იწყება მაშინ, როდესაც პარტნიორები ვერ ახერხებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას და პრობლემების მოგვარებას. ხშირ შემთხვევაში, უთანხმოება და გაუგებრობა შეიძლება გადაიზარდოს ძალადობაში, რადგან კომუნიკაციის ნაკლებობა და პრობლემების მართვის უნარის არქონა ქმნის დაძაბულობას და აგრესიას.

სოციალური და კულტურული ფაქტორები – სქესობრივი უთანასწორობა და გენდერული როლებისქესობრივი უთანასწორობა და გენდერული როლები მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებიც ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზებია. პათრიარქალური კულტურები და გენდერული უთანასწორობა ხშირად იწვევს ქალების მიმართ ძალადობას. ასეთი საზოგადოებრივი სტერეოტიპები და ტრადიციები ხშირად მხარს უჭერს მამაკაცის ძალაუფლებას ქალის მიმართ და ამყარებს ძალადობრივ ქცევებს.

ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარება[7] – ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება ძალადობის გამოწვევის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ალკოჰოლი და ნარკოტიკები ამცირებს თვითკონტროლის უნარს და ზრდის აგრესიულობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ოჯახური ძალადობა. კვლევები აჩვენებს, რომ ალკოჰოლის მოხმარების დროს ოჯახის წევრების მიმართ ძალადობა უფრო ხშირად ხდება.

ეკონომიკური ფაქტორები – ეკონომიკური სირთულეები და უმუშევრობა[8] – ეკონომიკური სირთულეები და უმუშევრობა ოჯახში ძალადობის გამომწვევი ფაქტორებია. ფინანსურმა წნეხმა და ეკონომიკურმა არასტაბილურობამ შეიძლება გამოიწვიოს ოჯახური კონფლიქტი და ძალადობა, რადგან ეკონომიკური პრობლემა ქმნის სტრესს და დაძაბულობას ოჯახში.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება – აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება (გემბლინგი) შეიძლება იყოს ოჯახში ძალადობის გამომწვევი მნიშვნელოვანი მიზეზი. ამ კავშირის შესწავლა აჩვენებს, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება შეიძლება გაზარდოს ოჯახში ძალადობის რისკი მრავალი ფაქტორის გავლენით:

  1. ფინანსური სტრესი და წნეხი – აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ხშირად იწვევს სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს. დაკარგული თანხები, დავალიანებები და ეკონომიკური სირთულეები ქმნის ოჯახში სტრესს და დაძაბულობას, რაც შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტები და ძალადობა. ფინანსური პრობლემები კიდევ უფრო ამწვავებს ურთიერთობებს და აყენებს ფსიქოლოგიურ ზეწოლას ოჯახის წევრებს. [9]
  2. ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლა – აზარტული თამაშები ხშირად იწვევს ემოციურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა და იმედგაცრუება. ასეთმა ემოციურმა მდგომარეობამ შეიძლება გაზარდოს აგრესიის და ძალადობის რისკი, რადგან პირი ვერ ახერხებს მისი ემოციების კონტროლს და ზეწოლისგან განთავისუფლებას.[10]

ბავშვების თანდასწრებით ძალადობის ხილვა[11] – ბავშვების მიერ ძალადობის ხილვა მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ და ემოციურ ტრავმას იწვევს, რაც ზრდის ძალადობის განვრცობის რისკს მომავალში. ბავშვები, რომლებიც ხედავენ ოჯახურ ძალადობას, ხშირად იზრდებიან და ყალიბდებიან აგრესიული და ძალადობრივი ქცევების მქონე პირებად.

სამართლებრივი და ინსტიტუციური ფაქტორები

სამართლებრივი დაცვის ნაკლებობა და ინეფექტურობა[12] – ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტური სამართლებრივი დაცვის მექანიზმების არარსებობა და პოლიციის და სასამართლოების მიმართ უნდობლობა ძალადობის განმეორებას უწყობს ხელს. თუ ძალადობრივი ქმედებები არ ისჯება და მსხვერპლებს არ ეძლევათ ადეკვატური დაცვა, ეს ზრდის ძალადობის განმეორებას.

სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადეკვატური რეაგირების ნაკლებობა[13] – სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ინეფექტური რეაგირება და დაცვის მექანიზმების ნაკლებობა ხშირად ოჯახურ ძალადობას აღრმავებს. თუ სამართალდამცავი ორგანოები არ რეაგირებენ ეფექტურად ძალადობრივი შემთხვევების დროს, ეს ძალადობრივი ქცევების გაგრძელებას უწყობს ხელს.

პიროვნული და ოჯახური დინამიკის ფაქტორები

პიროვნული თვისებები და ქცევის მახასიათებლები[14]პიროვნული მახასიათებლები, როგორიცაა იმპულსურობა, აგრესიულობა, თვითკონტროლის ნაკლებობა და ფსიქოლოგიური პრობლემები, ხშირად ასოცირებულია ძალადობრივ ქცევებთან. პიროვნული თვისებები და ქცევის მახასიათებლები შეიძლება გახდეს გამომწვევი მიზეზი ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის.

ოჯახური ისტორია და მემკვიდრეობა[15]ოჯახში ძალადობის ისტორია და მემკვიდრეობა, ასევე ძალადობის გამოცდილება ბავშვობაში, შეიძლება გავლენა იქონიოს მომავალი ძალადობრივი ქცევების განვითარებაზე. ოჯახში ძალადობის მომსწრე ბავშვები ხშირად იზრდებიან ძალადობრივი ქცევების მქონე პირებად.

[1] იხ. Dobash, R. E., & Dobash, R. P. (1992). “Women, Violence and Social Change.” Routledge, გვერდი 45-67. ხელმისაწვდომია – https://www.taylorfrancis.com/books/mono/10.4324/9780203450734/women-violence-social-change-emerson-dobash-russell-dobash მოძიებილია: (01.06.2024);

[2] იხ. Benson, M. L., Fox, G. L., DeMaris, A. A., & Van Wyk, J. (2003). “Neighborhood Disadvantage, Individual Economic Distress and Violence Against Women in Intimate Relationships.” Journal of Quantitative Criminology, 19(3), გვერდი 210-218. ხელმისაწვდომია: https://scholar.google.at/citations?view_op=view_citation&hl=th&user=RLyuZjQAAAAJ&citation_for_view=RLyuZjQAAAAJ:2osOgNQ5qMEC მოძიებულია (11.05.24);

[3] იხ. Harne, L., & Radford, J. (2008). “Tackling Domestic Violence: Theories, Policies and Practice.” Open University Press, გვერდი 78-93. ხელმისაწვდომია: https://books.google.ge/books/about/Tackling_Domestic_Violence_Theories_Poli.html?id=rpJgLOoPYIUC&redir_esc=y მოძიებულია – (27.05.24);

[4] იხ. სახელმძღვანელო პოლიციის მუშაკთა ტრენერებისათვის, სასწავლო კურსისათვის თემაზე: „ოჯახში ძალადობა და მის წინააღმდეგ მოქმედი მექანიზმები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით“, თბილისი, 2012 წელი; ხელმისაწვდომია: https://www.police.ge/files/IRD/Book%202.pdf მოძიებულია – (22.05.24);

[5] იხ. Smith, P. (2010). “Stress and Family Violence: The Link Between Financial Stress and Domestic Abuse.” Journal of Family Psychology, 24(3), 405-415.

[6] იხ. Johnson, M. P. (2008). “A Typology of Domestic Violence: Intimate Terrorism, Violent Resistance, and Situational Couple Violence.” Family Violence Prevention Fund. ხელმიწასვდომია – https://dialnet.unirioja.es/descarga/articulo/5292906.pdf მოძიებულია: (23.04.2024);

[7] იხ. Fals-Stewart, W. (2003). “The Occurrence of Partner Physical Aggression on Days of Alcohol Consumption: A Longitudinal Diary Study.” Journal of Consulting and Clinical Psychology, 71(1), 41-52. ხელმისაწვდომია: https://psycnet.apa.org/record/2003-01069-007 – მოძიებულია: (02.04.24);

[8] იხ. Benson, M. L., Fox, G. L., DeMaris, A. A., & Van Wyk, J. (2003). “Neighborhood Disadvantage, Individual Economic Distress and Violence Against Women in Intimate Relationships.” Journal of Quantitative Criminology, 19(3), 207-235. ხელმისაწვდომია: https://scholar.google.at/citations?view_op=view_citation&hl=th&user=RLyuZjQAAAAJ&citation_for_view=RLyuZjQAAAAJ:2osOgNQ5qMEC მოძიებულია: (19.03.24);

[9] იხ. Suomi, A., Jackson, A. C., Dowling, N. A., Lavis, T., Patford, J., Thomas, S. A., Harvey, P., Abbott, M., Bellringer, M. E., & Koziol-McLain, J. (2013). “Problem gambling and family violence: family member reports of prevalence, family impacts and family coping.” Asian Journal of Gambling Issues and Public Health, 3(1), გვ. 13. ხელმისაწვდომია: – https://doi.org/10.1186/2195-3007-3-13. მოძიებულია: (01.02.24);

[10] იხ. Korman, L. M., Collins, J., Dutton, D., Dhayananthan, B., Littman-Sharp, N., & Skinner, W. (2008). “Problem gambling and intimate partner violence.” Journal of Gambling Studies, 24(1), გვ. 13-23. ხელმისაწვდომია: – https://doi.org/10.1007/s10899-007-9077-1. მოძიებულია: (21.04.24);

[11] იხ. Kitzmann, K. M., Gaylord, N. K., Holt, A. R., & Kenny, E. D. (2003). “Child Witnesses to Domestic Violence: A Meta-Analytic Review.” Journal of Consulting and Clinical Psychology, 71(2), გვ: 339-352. ხელმისაწვდომია – https://psycnet.apa.org/record/2003-02091-013 მოძიებულია: (11.05.24);

[12] იხ. Harne, L., & Radford, J. (2008). “Tackling Domestic Violence: Theories, Policies and Practice.” Open University Press. ხელმისაწვდომია: – https://books.google.ge/books/about/Tackling_Domestic_Violence_Theories_Poli.html?id=rpJgLOoPYIUC&redir_esc=y მოძიებულია: (10.04.24);

[13] იხ. Johnson, H. (1996). “Dangerous Domains: Violence Against Women in Canada.” Nelson Canada. ხელმისაწვდომია: https://www.pearsoncanada.ca/media/highered-showcase/multi-product-showcase/mandell-ch08.pdf მოძიებულია: (09.04.24);

[14] იხ. Dutton, D. G. (2007). “The Abusive Personality: Violence and Control in Intimate Relationships.” Guilford Press. ხელმისაწვდომია: https://www.guilford.com/excerpts/dutton.pdf?t=1 მოძიებულია: (03.04.24);

[15] იხ. Widom, C. S. (1989). “The Cycle of Violence.” Science, ხელმისაწვდომია: https://people.uncw.edu/maumem/crj350/widom.pdf მოძიებულია: (10.02.2024);

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *