განხორციელებული სიახლეები:
შემუშავდა საქართველოს პოლიციის შესახებ კანონპროექტი:
“პოლიციის შესახებ” საქართველოს მოქმედი კანონი მიღებულია 1993 წელს და წარმოადგენს „მილიციის შესახებ“ საბჭოთა კანონის გადმონაშთს. აღნიშნული კანონი სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს მოთხოვნებისა და სტანდარტების გათვალისწინებით დასახვეწია. სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონის ახალი პროექტი „პოლიციის შესახებ“ აყალიბებს პოლიციის საქმიანობის სრულიად ახალ კონცეფციას. კანონპროექტის უმთავრეს სიახლეს წარმოადგენს პოლიციის პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ფუნქციების გამიჯვნა. სამართალდარღვევაზე რეაგირების წესები მოცემულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში. პოლიციის პრევენციული ფუნქციები ან საერთოდ არაა კანონით განსაზღვრული, ან არასისტემატიზებული სახითაა გაბნეული “პოლიციის შესახებ” კანონსა და სხვა სამართლებრივ აქტებში. ახალი კანონპროექტი დეტალურად განსაზღვრავს პოლიციის ყველა პრევენციულ ღონისძიებას და მათი განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, რაც პოლიციის პრევენციულ საქმიანობას კონსტიტუციით დადგენილ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მაღალ სტანდარტებს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, უზრუნველყოფს პოლიციის საქმიანობაში კანონიერების, თანასწორობის, თანაზომიერებისა და პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპების დაცვას. მასში ხაზგასმულია სავალდებულო ძალის გამოყენების მინიმუმამდე შემცირება, უკანონო ბრძანების შესრულების დაუშვებლობა და სხვა დემოკრატიული ღირებულებები, რომლებიც პოლიციის საქმიანობაში პიროვნების პატივის, ღირსების, სიცოცხლისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვის გარანტია.
შემუშავდა საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსი:
მნიშვნელოვანია პოლიციის მიერ ეთიკის კოდექსის პრინციპების დაცვა, რადგან იგი ემსახურება საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვებას, მათ შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბებას. ეთიკის კოდექსის უმთავრესი ამოცანაა პოლიციელში პროფესიული ეთიკის ნორმებისადმი ერთგულების, მაღალზნეობრივი ღირებულებების განმტკიცება და სამსახურებრივი მოვალეობების მიმართ პირადი პასუხისმგებლობის გრძნობის გაღრმავება.
შემუშავდა საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსი.
შემუშავდა საპატრულო პოლიციელის, პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი) თანამშრომლის ქცევის ინსტრუქციები:
სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად და ეფექტიანად შესრულების მიზნით შემუშავდა საპატრულო პოლიციელის და პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი) თანამშრომლის ქცევის ინსტრუქციები, რომლებიც განსაზღვრავენ თანამშრომელთა ქცევის წესებს, შეიცავენ კონკრეტულ ვალდებულებებსა და აკრძალვებს.
გაიზარდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობა:
დანაშაულის პრევენციისა და მასზე სათანადო რეაგირების მიზნით გაიზარდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობა (ქ. თბილისში – 60-იდან 116-მდე). თბილისის საპატრულო პოლიციას გამოეყო მცხეთა-მთიანეთის დანაყოფი, რამაც გაზარდა ამ უკანასკნელის სისწრაფე და ოპერატიულობა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საპატრულო ეკიპაჟები და პატრულ ინსპექტორები სამეთვალყურეო ვიდეო კამერით აღიჭურვებიან – ადამიანის უფლებების დაცვის, საპატრულოპოლიციის მუშაობის მონიტორინგისა და კონკრეტულ შემთხვევებში პატრულის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ობიექტურობის შეფასებისთვის. მუშაობის ეს მეთოდი წლების განმავლობაში აპრობირებულია აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში.
გაიზარდა საპატრულო პოლიციის მომსახურების არეალი:
გაიზარდა საპატრულო პოლიციის მომსახურების არეალი. საპატრულო პოლიცია უკვე ფარავს აქამდე აუთვისებელ რეგიონებს, კერძოდ, კახეთში მთლიანად ათვისებულია ტერიტორია ჩალაუბანი-დედოფლისწყაროს მიმართულებით. სამეგრელოში 45%-ით გაიზარდა მოძრავი შემადგენლობის რაოდენობა.
წყარო: იხილეთ აქ.
ვებგვერდის ადმინისტრატორი.