1859 წელს ლონდონის ცენტრალურმა სასამართლომ განიხილა დოქტორ თომას სმეტერსტის საქმე.მას ბრალი ედებოდა საყვარელი ქალის – იზაბელა ბენქსის მოწამვლის გზით მკვლელობაში.სასამართლო ექსპერტმა – სუეინ ტეილორმა განაცხადა,რომ სახეზე იყო უტყუარი მტკიცებულება ბრალდებული ექიმის კუთვნილი ბოთლის სახით,რომელშიც იმ სახეობის საწამლავი იყო ჩასხმული,რომლითაც გარდაცვლილი მოწამლეს. ლონდონის ცენტრალურმა სასამართლომ თომას სმეტერსტი განზრახ მკვლელობაში სცნო დამნაშავეთ და სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილით დასჯა გამოუტანა განაჩენად. რამდენიმე ხანში აღნიშნულ საქმეზე ჩატარებულმა განმეორებითმა ექსპერტიზამ არაკეთილსინდისიერად შესრულებული წინა ექსპერტიზის შედეგები გადასინჯა და კვლევების შედეგად დაადგინა, რომ ექიმის ბოთლში ჩასხმული სითხე საწამლავი არ იყო. გარდა ამისა, დაადგინეს ისიც, რომ ბენქსი გარდაცვალებამდე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობით იტანჯებოდა. ესოდენ მნიშვნელოვანი ფაქტების მოპოვების შემდეგ სიკვდილმისჯილი სმეტერსტი შეიწყალეს. თუმცა-კი მას, როგორც სრულიად უდანაშაულო ადამიანს, ორწლამდე პერიოდის გატარება მოუწია სიკვდილმისჯილთა საკანში. იმ საკანში, სადაც ყოველ წამიერად მოელოდა ძალადობრივი გზით სიცოცხლესთან გამოთხოვებას…
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის თავდაპირველმა გაუგონარმა შეცდომამ სასამართლო მედიცინას ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა და მას ათწლეულების განმავლობაში ძლიერ შეურყია რეპუტაცია.თავის მხრივ კი, ზემოაღნიშნული ისტორიის შედეგად სასამართლო მედიცინას – “ბინძური მეცნიერება” უწოდეს.
ვებგვერდის ადმინისტრატორი.