კითხვის რეჟიმი

რა უცნაური განაჩენი გამოუტანა ესპანურმა ინკვიზიციამ პაბლო დე ოლავიდეს?

ილია ბოჭორიშვილი
Getting your Trinity Audio player ready...

სახელოვანი ესპანელი პოლიტიკოსი, იურისტი და მწერალი – პაბლო დე ოლავიდე (1725-1803 წლები), რომლის სახელიც დღეისათვის მინიჭებული აქვს სევილიის საჯარო უნივერსიტეტს, ფრანგული ენციკლოპედიზმის გუმხურვალე მხარდამჭერი სწავლული იყო, რაც უკიდურესად აღაშფოთებდა ესპანეთში გამეფებულ ინკვიზიციის დაუნდობელ მსახურთ.  გენიალურ ფრანგ განმანათლებლებთან – ვოლტერთან, დიდროსა და რუსოსთან მიმოწერამ ესპანელი სწავლულისადმი ინკვიზიტორები კიდევ უფრო დიდი სიძულვილით განაწყო, რის გამოც იგი დააკავეს და მწვალებლობის 126 შემთხვევაში დასდეს ბრალი. ოლავიდესადმი გამოტანილ განაჩენს ორი საათის განმავლობაში კითხულობდა მოსამართლე. განაჩენის დასკვნით ნაწილში კი ეწერა: „ყოველივე ამის საფუძველზე ჩვენ ვაღიარებთ მას მხილებულ მწვალებლად, ქრისტიანული საზოგადოების მიხრწნილ წევრად და გამოგვაქვს განაჩენი, რომ განუდგეს მწვალებლობას და შეურიგდეს ეკლესიას. მოსანანიებლად განესაზღვროს ცხრა წელი ხერონის კაპუცინის მონასტერში”. გარდა ამისა, აღნიშნულ სასჯელს თან ერთვოდა შემდეგი, ერთობ უცნაური დამატებითი სასჯელებიც: კონფისკაცია უკეთდებოდა მის ქონებას, სამუდამოდ უნდა მიეტოვებინა მადრიდი და მოშორებით ეცხოვრა მეფის ყოველი რეზიდენციიდან, ასევე პერუს სახელმწიფოდან, ანდალუზიიდან და სიერა-მორენას დასახლებიდანაც. ამასთანავე ჩამოერთვა საპატიო წოდებანი და სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება. არ შეეძლო ემუშავა ექიმად, მეაფთიაქედ, მასწავლებლად, ადვოკატად, გადასახადების ამკრეფად. უფლება არ ჰქონდა ცხენზე შეჯდომისა, სამკაულების ტარებისა, აბრეშუმისა და ნაზი შალის ტანისამოსის ჩაცმისა, გარდა შინ ნაქსოვი უხეში ხამისა. ხერონის მონასტრიდან წამოსვლის შემდეგ ერეტიკოსის პერანგი, სამბენიტო, ახალშენის ეკლესიაში უნდა ჩამოეკიდებინათ ოლავიდეს საქმიანობის ნუსხასთან ერთად, რათა მთელ ქვეყანას გაეგო მისი ამბავი. საბოლოო ჯამში კი, ეს თანასასჯელები ესპანელი სწავლულის შთამომავლობის ხუთ თაობაზე ვრცელდებოდა.

გაზიარება:
⚖️ მხარი დაუჭირეთ Lawhub-ს
×

📊 რას ხმარდება თქვენი წვლილი?

Lawhub არაკომერციული პროექტია. თქვენი მხარდაჭერა ხმარდება მხოლოდ პლატფორმის სიცოცხლისუნარიანობას:

🌐 ჰოსტინგი და სერვერი უზრუნველყოფს საიტის მაღალ სიჩქარეს და 24/7 ხელმისაწვდომობას ნებისმიერ დროს.
🔗 დომენის განახლება პლატფორმის ოფიციალური მისამართის ყოველწლიური შენარჩუნება და რეგისტრაცია.
🔒 SSL და უსაფრთხოება მომხმარებელთა მონაცემების დაცული გადაცემა და საიტის უსაფრთხო კავშირი.
🛠️ ტექნიკური მხარდაჭერა ხარვეზების მომენტალური გასწორება და სისტემის მუდმივი ოპტიმიზაცია.
🚀 განვითარება ახალი იურიდიული ხელსაწყოების და ფუნქციონალის დამატება თქვენი მოთხოვნის შესაბამისად.
×

💎 ბოლო დონაციები

გიორგი მ.10₾
ანა კ.20₾

🕒 მონაცემები ახლდება 7 დღეში ერთხელ

×

🏦 აირჩიეთ ბანკი

⚠️ ძალიან მნიშვნელოვანია: გადარიცხვის დანიშნულებაში მიუთითეთ: LAWHUB

ღილაკზე დაჭერით ანგარიშის ნომერი ავტომატურად დაკოპირდება და გადახვალთ ბანკის ავტორიზაციის გვერდზე:

Bank of Georgia
TBC Bank
Hash Bank
🔒 Lawhub არ აგროვებს თქვენს საბანკო მონაცემებს. გადარიცხვა ხდება უშუალოდ ბანკის დაცულ სისტემაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

გაიგე მეტი LAWHUB - ისგან

გამოიწერე ჩვენი ვებგვერდი და მიიღე პირველმა სიახლეები.

განაგრძეთ კითხვა