საოცარი გადაწყვეტილებები მართლმსაჯულების ისტორიაში გამონაკლისი შემთხვევები ნამდვილად არ ყოფილა და არც არის. ისტორიას ახსოვს, არა ერთი ფაქტი იმისა, რომ გასამართლებულ და დასჯილ იქნა სხვადასხვა სახეობის ცხოველები, წიგნები, სურათები და სხვა საგნები, მაგრამ რაც ესპანეთის მართლმსაჯულების ისტორიაში მოხდა, ალბათ ანალოგი არ გააჩნია. 1540 წელს ესპანეთის ქალაქ გიმარანში, ჩადენილ იქნა დანაშაული. დანაშაული მდგომარეობდა იმაში, რომ დაზიანებულ იქნა ერთ-ერთი უძვირფასესი გობელენი (ზემოთ განთავსებული სურათი). მისი ფასი, იმ პერიოდის ესპანური ვალუტის – 10,000 მერავენდის ტოლი იყო. აღნიშნულ დანაშაულზე კი სასამართლოს წინაშე წარდგენილ იქნა, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს – “ჩრჩილი”. სწორედ მას ედებოდა ბრალი, ესოდენ ძვირფასი ნივთის დაზიანებაში. ესპანურმა სასამართლომ განიხილა ბრალდებული ჩრჩილის საქმე და იგი დამნაშავედ სცნო ჩადენილ აქტში, რის გამოც ესპანურმა მართლმსაჯულებამ – სიკვდილით დასჯა (თავის მოკვეთით) დაუდგინა (რაც აღასრულეს კიდეც). აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოსამართლის ვერდიქტის თანახმად ესპანეთის სამეფოში გავრცელებულ ყველა ჩრჩილს მიესაჯა ქვეყნიდან გაძევება. საუკუნეების გასვლის შემდგომ, ესპანეთის სამეფოს სასამართლოს მიერ გამოტანილი აღნიშნული განაჩენი, თანამედროვე ესპანური მართლმსაჯულების მიერ, უკანონოდ იქნა მიჩნეული, რადგან დადგენილ იქნა, რომ გობელენი ჩრჩილს არ დაუზიანებია. იგი დააზიანა ჩვეულებრივმა საყოფაცხოვრებო მატლმა. შესაბამისად, განხორციელდა სიკვდილით დასჯილი ჩრჩილის “რეაბილიტაცია”.
ვებგვერდის ადმინისტრატორი.