უილიამ კიდი (1645-1701 წლები), გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შოტლანდიელი “კაპიტანი” მეკობრეებისა, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც “განსაკუთრებულად გახმაურებული” სასამართლო პროცესების მთავარი მოქმედი გმირი, სადაც განიხილებოდა მისი და თანამებრძოლი “მეკობრეების” ასეულობით დანაშაულებები. დღევანდელ დღემდე მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ უილიამ კიდს დიდ მფარველობას უწევდნენ სხვადასხვა ბრიტანელი მაღალჩინოსნები, თუმცა ეს ოფიციალურად დადასტურებული არ არის. 1699 წელს, მაშინ როდესაც უილიამის გემი შევიდა ინგლისის ერთ-ერთ ნავსადგურში, მან შეიტყო, რომ შოტლანდიისა და ინგლისის მეფემ – ვილჰელმ III-მ (1650-1702 წლები), იგი “მეკობრედ” გამოაცხადა.
მიუხედავად ამისა მას დიდი იმედი ჰქონდა სხვადასხვა ინგლისელი ლორდებისა და 1699 წელს თავად ჩაჰბარდა ინგლისურ მართლმსაჯულებას. ერთი წლის მანძილზე იგი მარტო იჯდა საკანში, რის შემდეგაც გადაყვანილ იქნა ლონდონში, პარლამენტში დაკითხვისათვის. აქვე აღსანიშნავია, რომ მისი გამოყენება სურდათ ლორდ-ვიგების დისკრეტიტაციისათვის, რომელთაც მის მფარველად მიიჩნევდნენ. მიუხედავად ამისა ულიამმა არც-ერთი მისი მფარველი ლორდის სახელი არ დაასახელა. მას დიდი იმედი ჰქონდა, რომ ლორდების ნაწილი სასამრთლოზე მოახერხებდა მის დახსნას, თუმცა ასეთი არაფერი მომხდარა. სასამართლოს განაჩენის დადგენამდე ერთი დღით ადრე გავრცელდა მოსახლეობაში, ეგრეთწოდებული ბალადა: “უილიამ კიდი ემშვიდობება ზღვას”, სადაც მითითებული იყო ის, რომ მას სიკვდილით დასჯიდნენ. მართლაც უილიამს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს (ოფიცერ უილიამ მურის მკვლელობისათვის). 1701 წლის 9 მაისს, ადმირალთა უმაღლესმა სასამართლომ, მისი დანაშაული მკვლელობებსადა მეკობრეობასი სრულიად სცნო და იგი სასიკვდილოდ იქნა განწირული. დასჯის წინ იგი გადაიყვანეს ნიუჰეიტის ციხეში, სადაც მან რამდენიმე წერილი დაწერა, მათ შორის მეუღლისა და ვილჰელმ III-ის სახელზეც. 1701 წლის 23 მაისს, ტაუერ-ჰემლეტსზე იგი სიკვდილით იქნა დასჯილი (ჩამოხრჩობით), თუმცა აღსანიშნავია, რომ პირველად უილიამის დასაჯელი თოკი გაწყდა, რის გამოც იგი მეორე თოკით იქნა შეცვლილი.
მისი ცხედარი ჩასვეს გალიაში და თემზის სანაპირო ხიდზე ჩამოჰკიდეს, იმის ნიშნად, რომ არავის გასჩენოდა მეკობრეობის სურვილი და იგი ერთგვარ გაფრთხილებადაც იქცა მომავალი თაობებისათვის, რათა სცოდნოდათ მეკობრეების საბოლოო დასასრულის მაგალითი. თემზის სანაპირო ხიდზე უილიამ კიდის ნეშტი 23 წლის მანძილზე იყო ჩამოკიდებული. უილიამის შესახებ უამრავი ლეგენდა და მითი დადიოდა. როგორც ცნობილია მას დაკავების შემდეგ ერთი ცენტიც კი ვერ აღმოუჩინეს, რის გამოც ფიქრობდნენ, რომ მეკობრეობისას ნაშოვნი განძი საიდუმლოდ ჰქონდა გადანახული. ამ მოსაზრებამ ღრმად გაიდგა ფესვები ლიტერატურაშიც, მაგალითად ედგარ ალან პოს ნაწარმოებში: “ოქროს ხოჭო”, რობერტ სტივენსონის “განძთა კუნძულში”, ვაშინგტონ ირვინის “მეკობრე კიდი” და “ეშმაკი და ტომ უოკერი”. მის შესახებ გადაღებულ იქნა ფილმები და მისი სახელი მოხსენიებულ იქნა არაერთ სიმღერაში. დღემდე უილიამ კიდის შესახებ კვლავ მრავლადაა გავრცელებული ესა თუ ის ლეგენდა და ამ მიზეზთა გამოისობით მისი პერსონისადმი დაინტერესება კვლავ აქტუალურია საზოგადოებაში.
ავტორი: გენია.გე
ვებგვერდის ადმინისტრატორი.