მართმლსაჯულების ისტორიაში მრავალი უცნაური ფაქტი რომ არის დაფისირებული, არავისთვის წარმოადგენს სიახლეს. ჩვენთვის ცნობილია, რომ სხვადასხვა ეპოქებში გასამართლებული სასიკვდილო განაჩენები გამოუტანეს არა მარტო ადამიანებს, არამედ ცხოველებს, ფრინველებს, მწერებს და სხვადასხვა საგნებსაც კი. მათ შორის სურათებსაც. ამ ჯერად თქვენს ყურადღებას გავამახვილებ დასავლეთ ევროპაში განთავსებულ შვეიცარიაში დაფიქსირებულ მეტად უცნაურ მოვლენაზე. კერძოდ, 1747 წელს შვეიცარიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ბაზელში – მამალმა კვერცხი დადო. ეს უცნაური ფაქტი, მალევე მთელი ქალაქისათვის გახდა ცნობილი. ინკვიზიციის მსახვრალს ხელს აღნიშნული მოვლენა შეუმჩნეველი არ დარჩენია და მამალი – დააკავეს. სასამართლოზე, ფრინველს ბრალი დასდეს არაწმინდა ძალებთან და ეშმაკთან კავშირში, რის გამოც ხალხის მოთხოვნის გათვალისწინების საფუძველზე – სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მალევე ინკვიზიციამ, ბაზელში სპეციალურად მამლისათვის მოაწყო აუტოდაფე და ფრინველი, მის მიერ დაებულ კვერცხთან ერთად დაწვეს.
ეს უცნაური ისტორია დიდი ხნის მანძილზე არავის გახსენებია. თუმცა, XX საუკუნეში ერთ-ერთი ფრანგი მეცნიერი, გვარად – პეზერი დაინტერესდა 1474 წელს შვეიცარიაში დაფიქსირებული შემთხვევით. პეზერი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ატარებდა ცდებს იმის დასადგენად, შესაძლებელი იყო თუ არა მამლის მიერ კვერცხის დადება და დაადგინა, რომ ეს გარკვეულ შემთხვევებში სრულიად შესაძლებელი რამ გახლდათ. მან შვეიცარიის ქალაქ ბაზელის სასამართლოში შეიტანა სარჩელი, სადაც მოითხოვა XV საუკუნეში სიკვდილით დასჯილი მამლის რეაბილიტაცია. ფრანგმა მეცნიერმა სასამართლოს იმ კვლევების შედეგები გააცნო, რომლის მიხედვითაც ფრინველებს რიგი ინფექციური დაავადებების შეყრის შემთხვევაში სქესის შეცვლა ძალუძდათ. თანამედროვე ბაზელის სასამართლომ პეზერის მტკიცებულება დამაჯერებლად მიიჩნია და 1974 წელს, ინკვიზიციის მიერ 500 წლის წინ სიკვდილით დასჯილი მამალი უდანაშუალო მსხვერპლად აღიარა.
ვებგვერდის ადმინისტრატორი.