სასამართლო გადაწყვეტილება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით

კოლუმბიაში მოსამართლემ განაჩენის გამოსატანად ChatGPT გამოიყენა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სასამართლოში გადაწყვეტილება AI ტექსტის გენერატორის მიერ იქნა მიღებული.
2023 წლის 30 იანვრით დათარიღებული სასამართლო დოკუმენტის თანახმად, ქალაქ კარტახენას სასამართლოს მოსამართლე ხუან მანუელ პადილა გარსიამ სასამართლო პროცესზე კითხვების დასასმელად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა და მისი პასუხები სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისას გამოიყენა.
„განაჩენში AI-ის მიერ გენერირებული ტექსტების ჩართვის მიზანი არავითარ შემთხვევაში არ არის მოსამართლის გადაწყვეტილების შეცვლა ან ჩანაცვლება. ჩვენ, ფაქტობრივად, ხელოვნური ინტელექტის მიერ გადამოწმებული ინფორმაციის მოწოდების შემდეგ, გადაწყვეტილების მისაღებად დრო დავზოგეთ,” – განაცხადა მოსამართლემ.
საქმე ეხებოდა სადაზღვევო კომპანიასთან დავას იმის თაობაზე, უნდა მიეღო თუ არა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს სამედიცინო დაზღვევა. გარსიამ გადაწყვეტილების გამოცხადებისას ჩატბოტის პასუხები სრულად გამოიყენა. მოსამართლემ ასევე თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტი „გადაწყვეტილების არგუმენტების გაფართოებისთვის“ გამოიყენა.
კოლუმბიის კანონმდებლობა არ კრძალავს AI-ის გამოყენებას სასამართლო გადაწყვეტილებებში, მაგრამ ისეთი სისტემები, როგორიცაა ChatGPT მიკერძოებული, დისკრიმინაციული ან უბრალოდ არასწორი პასუხებითაა ცნობილია, წერს Vice-ი. ეს იმიტომ ხდება, რომ მისი ენის მოდელი ტექსტის რეალურ „გააზრებას“ არ ახდენს – ის უბრალოდ წინადადებებს ალბათობაზე დაფუძნებული მილიონობით მაგალითიდან აწყობს, რომლებიც ტექსტის მომზადებისთვის გამოიყენება, წერს გამოცემა.
ChatGPT-ის და OpenAI-ის შემქმნელებმა უფრო საეჭვო და სათუო პასუხების გამოსარიცხად ფილტრები დანერგეს, მაგრამ დეველოპერები გვაფრთხილებენ, რომ ისინი ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი და მათი გამოყენება თანმიმდევრული გადაწყვეტილებების მისაღებად მიზანშეწონილი არაა.
ზოგმა სასამართლომ უკვე დაიწყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ბრალდებულისთვის განაჩენის გამოსატანად ან გირაოს შესაფარდებლად, რაც ეთიკის დამცველებმა მწვავედ გააკრიტიკეს. ისინი თვლიან, რომ ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობები რეგულარულად აძლიერებენ რასისტულ და სექსისტურ სტერეოტიპებს და აძლიერებენ უთანასწორობის ფორმებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Discover more from LAWHUB

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading