კითხვის რეჟიმი

სიკვდილმისჯილთა სიტყვები

ილია ბოჭორიშვილი
Getting your Trinity Audio player ready...

1. ელიაჰუ ბეით-ცური (1922-1945 წლები) – წარმოადგენდა ებრაული იატაკქვეშა მოძრაობის “ლეხი”-ს (ისრაელის თვისუფლებისათვის მებრძოლები) ერთ-ერთ აქტივისტს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბრიტანელი პოლიტიკოსის და ახლო აღმოსავლეთის საქმეთა მინისტრის – ლორდ უოლტერ ედუარდ გინესის ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს გარეუბანში მომხდარ მკვლელობაში (1944 წლის 6 ნოემბერი). მას ეგვიპტის სასამრთლომ სიკვდილით დასჯა (ჩამოხრჩობა) შეუფარდა, რაც 1945 წლის 22 მარტს, ინგლისელებმა მოიყვანეს სისრულეში. მანამდე კი სასამართლოზე “ბოლო სიტვაში” წარმოთქვა:

“ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისათვის… და თუკი ჩვენ ხელში იარაღის აღება მოგვიწია,ეს მხოლოდ იმიტომ,რომ სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს”.

P.S. 1975 წელს – ელიაჰუ ბეით-ცურის ნეშთი გადასვენებულ იქნა ისრაელში და დაკრძალულ იქნა იერუსალიმში. 

2. უილიამ ბონინი (1947-1996 წლები) – წარმოადგენდა ამერიკელ სერიულ მკვლელს, რომელსაც “მკვლელს ავტოსტრადიდან”-ს უწოდებდნენ. იგი სასამრთლომ 14 ადამიანის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა (“სასიკვდილო ინექციის” ორგანიზმში შეყვანის სასუალებით), რაც მისი დაკავებიდან 16 წლის შემდეგ, 1996 წლის 23 თებერვალს მოიყვანეს სისრულეში. მანამდე კი სასამართლოზე უილიამმა განაცხადა:

“მე ვგრძნობ, რომ სიკვდილით დასჯა არ წარმოადგენს ადეკვატურ პასუხს რაიმე პრობლემის გადაწყვეტისა. შემიძლია ერთი ძალიან კარგი რჩევა მივცე მათ, ვინც აპირებს რაიმე სერიოზული დანაშაულის ჩადენას: ისინი უპირველეს ყოვლისა ვალდებული არიან წავიდნენ სადმე წყნარ ადგილას და კარგად დაფიქრდნენ ღირს თუ არ მათი სიცოცხლის საფრთხეში ჩაყენება, სხვათა სიცოცხლის განადგურების ხარჯზე?!”


3. დონალდ ჰენრი გასკინსი (1933-1991 წლები) – წარმოადგენდა ამერიკელ სერიულ მკვლელს, რომელსაც 9 ადამიანის მკვლელობაში დასდეს ბრალი, რის გამოც სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა “ელექტრო სკამის” მეშვეობით. განაჩენი სისრულეში მოყვანილ იქნა 1991 წლის 6 სექტემბერს. მანამდე კი სასამართლოზე დონალდ ჰენრი გასკინსმა განაცხადა:

“უკანასკნელი, რაც ჩემ მსხვერპლთ სიკვდილამდე ესმოდათ, გახლდათ – ჩემი სიცილი”.

4. ჰარვი მიურეი გლატმანი (1927-1959 წლები) – წარმოადგენდა ამერიკელ სერიულ მკვლელს, რომელსაც ბრალი დაუმტკიცდა 4 ადამიანის მკვლელობაში, რის გამოც სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა “გაზის კამერის” მეშვეობით. როდესაც სასამართლომ მას განაჩენი გამოუტანა, ჰარვიმ განაცხადა:

 

“ყველაფერი მართებულადაა.მე ვიცოდი,რომ ეს ასეც მოხდებოდა”.


5. ანდრეი ევსეევი (1955-1979 წლები) – წარმოადგენდა იმ რუს სერიულ მკვლელს, რომელსაც მოიხსენიებდნენ, როგორც “მკვლელი, კეთილშობილი თვალებით”. მას სასამართლომ ბრალი დაუმტკიცა 9 ადამიანის მკვლელობაში,რის გამოც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა (დახვრეტა), რაც აღასრულეს 1979 წელს, დაკავებიდან 2 წლის შემდგომ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დაკავების მომენტში იგი სულ რაღაც 22 წლის იყო. სასამართლოზე ევსეევმა განაცხადა:

“როდესაც საავადმყოფოდან გამოვედი, უამრავი პრეპარატის მიღებისაგან, ფაქტიურად გამოთაყვანებული ვიყავი. გამოვცადე და გადავიტანე ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა. გარდა ამისა დამეწყო ტვინის აქტივობის გართულებაც. ალბათ ამის შედეგია ის, რომ ადამიანებს ჩემს უმთავრეს და უპირველეს მტრებად აღვიქვავდი”.

 


 

გაზიარება:
⚖️ მხარი დაუჭირეთ Lawhub-ს
×

📊 რას ხმარდება თქვენი წვლილი?

Lawhub არაკომერციული პროექტია. თქვენი მხარდაჭერა ხმარდება მხოლოდ პლატფორმის სიცოცხლისუნარიანობას:

🌐 ჰოსტინგი და სერვერი უზრუნველყოფს საიტის მაღალ სიჩქარეს და 24/7 ხელმისაწვდომობას ნებისმიერ დროს.
🔗 დომენის განახლება პლატფორმის ოფიციალური მისამართის ყოველწლიური შენარჩუნება და რეგისტრაცია.
🔒 SSL და უსაფრთხოება მომხმარებელთა მონაცემების დაცული გადაცემა და საიტის უსაფრთხო კავშირი.
🛠️ ტექნიკური მხარდაჭერა ხარვეზების მომენტალური გასწორება და სისტემის მუდმივი ოპტიმიზაცია.
🚀 განვითარება ახალი იურიდიული ხელსაწყოების და ფუნქციონალის დამატება თქვენი მოთხოვნის შესაბამისად.
×

💎 ბოლო დონაციები

გიორგი მ.10₾
ანა კ.20₾

🕒 მონაცემები ახლდება 7 დღეში ერთხელ

×

🏦 აირჩიეთ ბანკი

⚠️ ძალიან მნიშვნელოვანია: გადარიცხვის დანიშნულებაში მიუთითეთ: LAWHUB

ღილაკზე დაჭერით ანგარიშის ნომერი ავტომატურად დაკოპირდება და გადახვალთ ბანკის ავტორიზაციის გვერდზე:

Bank of Georgia
TBC Bank
Hash Bank
🔒 Lawhub არ აგროვებს თქვენს საბანკო მონაცემებს. გადარიცხვა ხდება უშუალოდ ბანკის დაცულ სისტემაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

გაიგე მეტი LAWHUB - ისგან

გამოიწერე ჩვენი ვებგვერდი და მიიღე პირველმა სიახლეები.

განაგრძეთ კითხვა