კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლას. კორუფცია ხელყოფს საჯარო სექტორის გამართულ ფუნქციონირებას, ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობას, აფერხებს ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას. კორუმპირებული საჯარო მოხელეები დანაშაულებრივი დაჯგუფებებისა და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების პოტენციურ სამიზნეებს წარმოადგენენ.  სწორედ ამიტომ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს სამოხელეო დანაშაულის, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის ფაქტების, მათ შორის, „ელიტური კორუფციის“ პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა წარმოადგენს.

სამსახური აქტიურადაა ჩართული საქართველოს მთავრობის 2014 წლის N236 დადგენილებით დამტკიცებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (2014-2017წწ.) სტრატეგიის ფარგლებში მიმდინარე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ეროვნული რისკების შეფასების პროცესთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, ასევე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის N390 დადგენილებით შექმნილ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მოქმედ სამუშაო ჯგუფში.

კორუფციასთან ბრძოლაში თანამედროვე სტანდარტებისა და მიდგომების გათვალისწინებით, ხდება საჯარო სამსახურში კორუფციასთან ბრძოლის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. სამსახურის შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები ინტენსიურად მონაწილეობენ დასავლელი პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის საელჩოს, ინტერპოლის, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს და ნატოს დახმარებით ორგანიზებულ  პროგრამებში.

წყარო: იხილეთ აქ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Discover more from LAWHUB

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading