კითხვის რეჟიმი

12 ნაფიცი მსაჯული და ქალი მოსამართლეები თუშეთში – „დართლოს საბჭეო“ (სასამართლო)

ბექა ვირსალაძე
Getting your Trinity Audio player ready...

ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში მრავლადაა ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბების არაერთი საინტერესო სამართალწარმოების ძეგლი, რომელთა შორის „დართლოს საბჭეოს“ უდავოდ გამორჩეული ადგილი უჭირავს.  

მთის სამართლის ადათ-წესები ქართველების უძველესი სასამართლო კულტურის ნიშანია, ამ მხრივ კი „დართლოს საბჭეოს“ გამორჩეული ისტორიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ძეგლი სრულყოფილად წარმოაჩენს სამართალწარმოების იმგვარ ფორმატსა და თავისებურებებს, რომლებიც დღეს  თანამედროვე მსოფლიოს სამართლის სისტემების აქტუალურ გამოწვევებად განიხილება.

„დართლოს საბჭეო“ თუშეთში სამართალწარმოების ძეგლებს შორის ყველაზე სრულყოფილად შემორჩენილი ძეგლია. მთაში უხუცესებით შემდგარ სასამართლოს ხანგრძლივი ისტორია აქვს, დართლოს საბჭეოს შექმნას XVI-XVII საუკუნეებს მიაწერენ.

სოფელ დართლოში, ეკლესიის დასავლეთით მდებარე „საბჭეოზე“ განიხილებოდა ყველა საჭირბოროტო, სოფლისათვის მნიშვნელოვანი და მომრიგებლური საკითხი. ნახევარწრეზე უხუცესი მსაჯულებისათვის 12 ქვის სკამი იყო ჩადგმული. სადავო საკითხების განხილვისას ფიცი იდებოდა.

„საბჭეოზე“ დამატებით ორი ქვა იყო განთავსებული, რომელზეც მოსარჩელე და ბრალდებული იდგნენ. ხალხი კი შორიახლოდან აკვირდებოდა. თუ ნაფიც მსაჯულებს მოსარჩლის ან ბრალდებულის ნათქვამში ეჭვი ეპარებოდათ, მაშინ  ფიცი უნდა დაედოთ ხატის კარის ჯვარზე ან წინაპრის საფლავზე. ამის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღებოდა. გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა კი ღვთის გმობის ტოლფასი იყო.

ქართველ მთიელთა ცხოვრებასა და წყობილებაში მნიშვნელოვანი იყო ქალის როლი და ჩართულობა, რაც ისეთივე ძველია, როგორც თემის სასამართლო. აღნიშნული ფაქტი მთიელთა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოსამართლეობით მტკიცდება – ხშირად, კაცის ბედს ქალი მოსამართლეები წყვეტდნენ.

არამარტო დართლოში, ზოგადად თუშეთში, სასამართლოს სასიკვდილო განაჩენი არ   გამოჰქონდა, რაც სამართლის სისტემის ჰუმანურობისა და ადამიანის ღირსების პატივისცემის ერთ-ერთი საკვანძო მაჩვენებელია. ყველაზე დიდი სასჯელი სოფლიდან და თემიდან განკვეთა იყო. თუმცა დასჯილს უფლება ეძლეოდა, წლების შემდეგ სოფლისათვის დაბრუნების თხოვნით მიემართა. მოსამართლეებს სოფელი ირჩევდა, თუმცა არ  არის ცნობილი, ეს სამუდამო მოვალეობას წარმოადგენდა თუ ვადიანს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ დართლოს საბჭეოს XVIII საუკუნეში10 წლის მანძილზე, ლეკებთან მებრძოლი თუში გმირის, დევდრის ანთას ასული ანა ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, ძეგლი ისტორიულად ადასტურებს იმ ფაქტსაც, რომ  საუკუნეების წინანდელი ქართული მართლწესრიგი და ისტორიული რეალობა ეფუძნებოდა თანამედროვე საზოგადოებისთვის აქტუალურ  გენდერული თანასწორობის პრინციპებს.

რატომ მაინც და მაინც 12 მსაჯული? – ამაზე შეიძლება სხვადასხვა აზრი გამოითქვას, თუმცა, ქართველი ისტორიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მზის თაყვანისცემიდან მოდის, ვინაიდან საქართველო მზის უძველესი თაყვანისმცემელი ქვეყანა იყო. უძველეს ასტროლოგებსაც ცა 12 ზოდიაქოდ ჰქონდათ დაყოფილი, რომლებიც ასევე მზის გარშემო ბრუნავენ.

(წყაროები: დავითაშვილი გ., სასამართლო ორგანიზაცია და პროცესი ქართულ ჩვეულებით სამართალში, თბილისი, 2004, 158-200; აზიკური ნ., ქალის სოციალური სტატუსი აღმოსავლეთ მთიანეთში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული „მსოფლიო და გენდერი“, თბილისი, 2017, 81-88; ცოცანიძე გ., ღელელაური გ., თუშეთის გზამკვლევ-მეგზური, თბილისი, 2022, 395-406; https://www.supremecourt.ge/ka/news/qartuli-samartlis-dzeglebis-shesakheb-informatsia)

გაზიარება:
⚖️ მხარი დაუჭირეთ Lawhub-ს
×

📊 რას ხმარდება თქვენი წვლილი?

Lawhub არაკომერციული პროექტია. თქვენი მხარდაჭერა ხმარდება მხოლოდ პლატფორმის სიცოცხლისუნარიანობას:

🌐 ჰოსტინგი და სერვერი უზრუნველყოფს საიტის მაღალ სიჩქარეს და 24/7 ხელმისაწვდომობას ნებისმიერ დროს.
🔗 დომენის განახლება პლატფორმის ოფიციალური მისამართის ყოველწლიური შენარჩუნება და რეგისტრაცია.
🔒 SSL და უსაფრთხოება მომხმარებელთა მონაცემების დაცული გადაცემა და საიტის უსაფრთხო კავშირი.
🛠️ ტექნიკური მხარდაჭერა ხარვეზების მომენტალური გასწორება და სისტემის მუდმივი ოპტიმიზაცია.
🚀 განვითარება ახალი იურიდიული ხელსაწყოების და ფუნქციონალის დამატება თქვენი მოთხოვნის შესაბამისად.
×

💎 ბოლო დონაციები

გიორგი მ.10₾
ანა კ.20₾

🕒 მონაცემები ახლდება 7 დღეში ერთხელ

×

🏦 აირჩიეთ ბანკი

⚠️ ძალიან მნიშვნელოვანია: გადარიცხვის დანიშნულებაში მიუთითეთ: LAWHUB

ღილაკზე დაჭერით ანგარიშის ნომერი ავტომატურად დაკოპირდება და გადახვალთ ბანკის ავტორიზაციის გვერდზე:

Bank of Georgia
TBC Bank
Hash Bank
🔒 Lawhub არ აგროვებს თქვენს საბანკო მონაცემებს. გადარიცხვა ხდება უშუალოდ ბანკის დაცულ სისტემაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

გაიგე მეტი LAWHUB - ისგან

გამოიწერე ჩვენი ვებგვერდი და მიიღე პირველმა სიახლეები.

განაგრძეთ კითხვა