კითხვის რეჟიმი

ამბობენ სასამართლოში მეგობრობა არ ჭრისო

ილია ბოჭორიშვილი
Getting your Trinity Audio player ready...

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ქართულ კანონმდებლობაში სასამართლო მეგობრის – amicus curiae-ს ინსტიტუტი დამკვიდრდა. ის პირველად 2009 წლის 9 ოქტომბერს მიღებულ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ჩაიწერა და რამდენიმე დღეში, ასევე, სასამართლო მეგობრის შესახებ ჩანაწერი „ საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართელოს კანონშიც გაჩნდა. მართლმსაჯულების განხორციელებისას სასამართლო მეგობარი მონაწილეობს იმისთვის, რომ მან, როგორც ნეიტრალურმა პირმა, არსებული სამართლებრივი პრობლემის გადაწყვეტაში სასამართლოს დახმარება გაუწიოს. მაგალითად, უფრო მეტი სიცხადისთვის, სისხლის სამართალში, არც თუ ისე იშვიათად, ქმედების კვალიფიკაციის დროს დანაშაულის შემადგენლობის განსაზღვრისას პრაქტიკოს იურისტებს შორის არის განსხვავებული შეხედულებები და ხშირად ერთგვაროვანი პრაქტიკაც არ არსებობს. ასეთ დროს სასამართლოს შეუძლია დაიხმაროს თეორიტიკოს იურისტების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, თუ სახალხო დამცველის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, რომლებიც სამართალწარმოებაში სასამართლო მეგობრის სახით მონაწილეობენ.

მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მიხედვით სასამართლო მეგობარი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი დაინტერესებული ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც არ არის მხარე განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში. სასამართო მეგობარს უფლება აქვს საქმის არსებით განხილვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით. ამავე მუხლის მიხედვით წერილობითი მოსაზრების წარდგენის მიზანი უნდა იყოს არა პროცესის რომელიმე მხარის მხარდაჭერა, არამედ იგი უნდა დაეხმაროს სასამართლოს სათანადოდ შეაფასოს განსახილველი საკითხი. რისკი იმისა, რომ სასამართლო მეგობრის მოსაზრება სასამართლოს წარუდგინონ რომელიმე მხარის მხარდასაჭერად საკმაოდ მაღალია და მისგან სასამართლოს მოქმედი კანონმდებლობა ვერ იცავს. ასევე აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლი ბადებს ბუნდოვნებას, თუ როდის უნდა ჩაერთოს პროცესში სასამართლოს მეგობარი. საკამათოა, ასევე ის საკითხი, თუ რამდენად მიზანშეწონილია სასამართლო მეგობრის ჩართვა საქმის არსებითი განხილვის დროს და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში სასამართლო მეგობრის ინსტიტუტი თითქმის შვიდი წელია დამკვიდრდა და მას მართლმსაჯულების ხარისხის ამაღლებაში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანა შეუძლია, სასამართლო პრაქტიკა, ამ მხრივ, არც თუ ისე მდიდარია. ხოლო არსებულ მცირე პრაქტიკიდანაც ჩანს, რომ amicus curiae-ს ინსტიტუტი საჭიროებს დახვეწას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება სისიხლის სამართლის სამართალწარმოებას, სადაც ყველაზე მეტად იზღუდება ადამიანის უფლებები და თვისუფლებები.

გაზიარება:
⚖️ მხარი დაუჭირეთ Lawhub-ს
×

📊 რას ხმარდება თქვენი წვლილი?

Lawhub არაკომერციული პროექტია. თქვენი მხარდაჭერა ხმარდება მხოლოდ პლატფორმის სიცოცხლისუნარიანობას:

🌐 ჰოსტინგი და სერვერი უზრუნველყოფს საიტის მაღალ სიჩქარეს და 24/7 ხელმისაწვდომობას ნებისმიერ დროს.
🔗 დომენის განახლება პლატფორმის ოფიციალური მისამართის ყოველწლიური შენარჩუნება და რეგისტრაცია.
🔒 SSL და უსაფრთხოება მომხმარებელთა მონაცემების დაცული გადაცემა და საიტის უსაფრთხო კავშირი.
🛠️ ტექნიკური მხარდაჭერა ხარვეზების მომენტალური გასწორება და სისტემის მუდმივი ოპტიმიზაცია.
🚀 განვითარება ახალი იურიდიული ხელსაწყოების და ფუნქციონალის დამატება თქვენი მოთხოვნის შესაბამისად.
×

💎 ბოლო დონაციები

გიორგი მ.10₾
ანა კ.20₾

🕒 მონაცემები ახლდება 7 დღეში ერთხელ

×

🏦 აირჩიეთ ბანკი

⚠️ ძალიან მნიშვნელოვანია: გადარიცხვის დანიშნულებაში მიუთითეთ: LAWHUB

ღილაკზე დაჭერით ანგარიშის ნომერი ავტომატურად დაკოპირდება და გადახვალთ ბანკის ავტორიზაციის გვერდზე:

Bank of Georgia
TBC Bank
Hash Bank
🔒 Lawhub არ აგროვებს თქვენს საბანკო მონაცემებს. გადარიცხვა ხდება უშუალოდ ბანკის დაცულ სისტემაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

გაიგე მეტი LAWHUB - ისგან

გამოიწერე ჩვენი ვებგვერდი და მიიღე პირველმა სიახლეები.

განაგრძეთ კითხვა