აშშ-ის ისტორიაში პირველად ღიად ტრანსგენდერი ქალი სიკვდილით დასაჯეს

აშშ-ში მისურის შტატში 49 წლის პატიმარი, ემბერ მაკლაფინი აშშ-ის ისტორიაში პირველი ღიად ტრანსგენდერი ქალი გახდა, რომელიც სიკვდილით დასაჯეს.

ემბერ მაკლაფინი სასჯელს ყოფილი მეგობარი გოგონას თვალთვალის, ადევნებისა და მკვლელობისთვის იხდიდა. მაკლაფინმა ყოფილი მეგობარი გოგონა 2003 წელს მოკლა, შემდეგ კი მისი გვამი ქალაქ სენტ ლუისში, მდინარე მისისიპიში ჩააგდო.

მაკლაფინის ბედი საბოლოოდ სამშაბათს გადაწყდა, როდესაც მისურის შტატის გუბერნატორმა, მაიკ პერსონმა მას შეწყალების თხოვნაზე უარი კიდევ ერთხელ უთხრა.

მაკლაფინი და მისი ადვოკატები რესპუბლიკელ გუბერნატორს, მაიკ პერსონს სასჯელის შემსუბუქებას თხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ გარდა იმისა, რომ მსაჯულები სიკვდილით დასჯაზე ვერ შეთანხმდნენ, მათი თქმით, მაკლაფინმა პატიმრობისას ჩადენილი დანაშაულის მიმართ გულითადი სინანული გამოიჩინა. ამასთან, მაკლაფინს ჰქონდა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, ბავშვობაში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმის ისტორია და ინტელექტუალური განვითარების დარღვევები.

მიუხედავად ამისა, სამშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში პერსონი აღნიშნავს, რომ მაკლაფინის მსხვერპლის, ბევერლი გიუნთერის ოჯახი და მისი ახლობლები “იმსახურებენ სიმშვიდეს”.

ემბერ მაკლაფინი უკანასკნელ საჯარო წერილში აღნიშნავდა, რომ ის დანაშაულს გულწრფელად ინანიებდა. მაკლაფინის სიკვდილით დასჯა ფენობარბიტალის ფატალური დოზის ინექციით აღასრულეს.

წყარო: იხილეთ აქ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Discover more from LAWHUB

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading