მსხვერპლი ქალის სინდრომი

წარმოადგენს ქალის სპეციფიკურ მდგომარეობას, რომელიც თავს იჩენს პარტნიორი მამაკაცის მხრიდან, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელებისას, გახანგრძლივებული დროის მანძილზე. ეს სინდრომი არაერთ ქვეყანაში წარმოადგენს პასუხისმგებლობის გამომრიცხავ ან შემამსუბუქებელ გარემოებას, თუმცა, იგი უცხოა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობისთვის.[1]

2016 წელს გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე „დუბრავკა სიმონოვიჩმა“[2] მისცა რეკომენდაცია საქართველოს, რომ მსხვერპლი ქალის სინდრომი რომელიც ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის მიერ მოძალადის მიმართ განხორციელებულ ძალადობას, თავდაცვის მიზნით და ხშირ შემთხვევაში ეს არის ხოლმე მკვლელობა პირისა, რომელიც მის წინააღმდეგ გარკვეული პერიოდის მანძილზე, ძალადობას ახორციელებდა. საქართველოს კანონმდებლობაში მსხვერპლი ქალის სინდრომი, როგორც ასეთის

შემოტანა პასუხისმგებლობის გამომრიცხავ ან დამამძიმებელ გარემოებად, არის ერთ-ერთი საკითხი რომელიც ხშირად განიხილება ხოლმე, პროფესიულ წრეებში და დღესდღეობით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტები, როგორიც არის ევროპული კონვენცია, ევროპული სასამართლო და სტამბოლის კონვენცია, არ ითვალისწინებს იმას, რომ უშუალოდ ეს რეგულირება იყოს, ქვეყნის კანონმდებლობაში.

თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ამ საკითხს ვეხებით დავეყრდნოთ იმ ზოგად პრინციპებს და სტანდარტებს, რომელიც უკვე ევროპულმა სასამართლომ და სტამბოლის კონვენციამ დაადგინა და პირისთვის სასჯელის შეფარდების დროს და დანაშაულის გამოძიების დროს ამოსავალი წერტილი არის გამოძიების წარმოება და პირის პასუხისგებაში მიცემა, კონტექსტის გათვალისწინებით და ყველა იმ გარემოების გათვალისწინებით, რაც უშუალოდ თან სდევდა აღნიშნულ ქმედებას. შესაბამისად ადვოკატირების თვალსაზრისით და ამ სტანდარტებთან თვალსაზრისით, შესაძლებელია საკანონმდებლო ცვლილება ამ კუთხით არ იყოს საჭირო, მაგრამ პოლიტიკისა და პრაქტიკის მიმართულებით ეს მოვლენა, ეს კონკრეტული გარემოებები საჭიროებს გადახედვას, ვინაიდან არა ერთი შემთხვევა არსებობს საქართველოს პრაქტიკაშიც როდესაც პირი როდესაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო გარკვეული პერიოდის მანძილზე შემდეგ იგი ჩადის მოძალადის მიმართ ძალადობას და მის მიმართ იწყება ამ საკითხზე გამოძიება. კვლევით დადასტურდა, რომ სექსვალური ძალადობის შემთხვევაში, ამგვარი მაგალითი არ გვქონია რომ პირი პასუხისგებაში მისცეს ან ცრუ შეტყობინების გამო ან ზოგადად ისეთი ძალადობის გამო, რომელიც მან განახორციელა, უშუალოდ ძალადობის მსხვერპლად ყოფნის შემდეგ, მაგრამ არა ერთი შემთხვევაა, ამ კუთხით, როდესაც ოჯახში ძალადობასთან გვაქვს საქმე და შესაბამისად ეს პრობლემა მოგვარებას და გადაჭრას საჭიროებს.

თუმცა შეიძლება სადაოც იყოს ამ ტერმინის გაჩენაც, რამდენად ხელს შეუწყობს და პირიქით, ხომ არ წაახალისებს ქალთა მიმართ დისკრიმინაციას, იმიტომ რომ ჩვენი კანონმდებლობა ძირითადად ამ თვალსაზრისით ნეიტრალურ ტერმინებზეა აგებული. თუმცა არსებობს მოსაზრებები, რომ ეს არ არის სწორი მიდგომა და ეს შეიძლება იყოს დისკრიმინაციული. ამიტომ ამას ძალიან დიდი კვლევა და დაკვირვება სჭირდება.

[1] ვებგვერდი – https://csogeorgia.org/ge/newsPost/17772

[2] ვებგვერდი – https://www.interpressnews.ge/ka/article/367174-dubravka-simonovichi-kalta-mimart-zaladobis-shesaxeb-kanonmdeblobis-agsrulebis-nacilshi-jerjerobit-sistemuri-problemebi-rcheba/

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Discover more from LAWHUB

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading