“ქალების ციხის” დაარსების ისტორიიდან…

პირველი “ქალების ციხე” 1869 წელს გახსნილ იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ – ინდიანას შტატში. მანამდე კი, დაკავებული ქალები სხვადასხვა ჩვეულებრივი ციხეების განცალკევებულ ბლოკებში ჰყავდათ განთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ ინდიანაში ქალების ციხის მშენებლობა 1869 წელს დასრულდა, იქ მსჯავრდებული ქალები მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ, ანუ 1873 წელს გადაიყვანეს. მოგვიანებით ასეთივე სასჯელთ აღსრულების რიგით მეორე დაწესებულება გახსნილ იქნა 1927 წელს ვირჯინიის შტატის დასავლეთით მდებარე ქალაქ – ოლდერნოსში. ზემოაღნიშნული დაწესებულებები ძალიან განსხვავდებოდა თანამედროვე სამყაროში არსებული ციხეებისაგან, რადგან იქ პრაქტიკულად არ არსებობდა უსაფრთხოების სისტემები და არ გააჩნდა დამცავი ღობეც კი. ისინი ცხოვრობდნენ კეთილმოწყობილ და კომფორტულ კოტეჯებში. მსჯავრებულ ქალებს ციხის ეზოში, მოჰყავდათ სოფლის სამეურნეო პროდუქტები, რითაც თავად სარგებლობდნენ. გარდა ამისა, ისინი ძირითად დროს არა საკნებში, არამედ პენიტენციალური სისტემის ეზოებში ატარებდნენ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ “ქალების ციხის” შექმნის უმთვარესი მიზანი ამერიკაში არა მსჯავრდებულების დასჯა, არამედ მათი გამოსწორება იყო, რათა შემდგომ ისინი ღირსეულად დაბრუნებოდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებას. ”მშრალი კანონის” მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ ქალთა უმრავლესობას ამერიკაში ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მომხმარებლები შეადგენდნენ. მოგვიანებით, ”ქალების ციხეები” გახსნილ იქნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საბჭოთა კავშირშიც (“ქალთა გულაგები”), სადაც ყველაზე საშინელ პირობებში ამყოფებოდნენ სუსტი სქესის წარმომადგენელ მსჯავრდებულებს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მართლმსაჯულება მათ მიმართაც ისეთივე დაუნდობელია, როგორც მამაკაცი პატიმრებისადმი. საერთო ჯამში მსოფლიოში მსჯავრდებული ქალბატონებიდან საშუალოდ 2 %-ს სასიკვდილო განაჩენს უსჯიან. უკანასკნელი ორასი წლის განმავლობაში ერთადერთი შემთხვევა დაფიქსირდა იმისა, რომ სიკვდილით დასჯილ იქნა ის ქალბატონი, რომელსაც არც ერთი მკვლელობა და ძალადობა არ ჩაუდენია. ეს ქალბატონი კი გახლდათ, ცნობილი ამერიკელი კომუნისტი – ეტელ როზენბერგი, რომელსაც სასამართლომ მეუღლესთან – იულიუსთან ერთად 1960-იან წლებში საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ ჯაშუშობასა და სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი.

დღესდღეობით, ერთ-ერთი ყველაზე საზარელი რეჟიმის მქონე ქალების ციხეს სამხრეთ აფრიკაში განთავსებული ციხე წარმოადგენს. რუსეთში სულ 35 ქალთა კოლონია არსებობს, სადაც სასჯელს 60 000-მდე ქალი იხდის. ცნობილია, რომ რუსეთში 78,6 მილიონი ქალი ცხოვრობს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 53,1 %-ს შეადგენს. შესაბამისად, ყოველ ასი ათასს ქალზე 40 მსჯავრდებული ქალი მოდის, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაჩვენებელია მსოფლიოში.

(ავტორი გენია.ჯი) და BOGGO

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Discover more from LAWHUB

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading