ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა

ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ნარკოტიკული საშუალების, ასევე ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღების წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრება სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის გზაზე. დასახელებულ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნარკოდანაშულს, როგორც დღევანდელი მსოფლიოს უდიდეს გამოწვევას. ნარკოდანაშაული თავისი ბუნებით ხელყოფს საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებებს, აფერხებს მომავალი თაობის ჯანსაღ გარემოში აღზრდაგანვითარებას, აგრეთვე – ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ განვითარებას. დასახელებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც არაერთხელ დადასტურდა როგორც განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ისე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიებით.

ნარკოტოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლი გამკაცრების მიზნით, 2025 წლის 02 მაისიდან, ცვლილება შევიდა საქართელოს სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის მიზანია დაიხვეწოს ნარკოდანაშაულის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ჩარჩო, კერძოდ, გაიმიჯნოს ნარკოტიკული დანაშაულების შემადგენლობა და გამკაცრდეს დასახელებულ დანაშაულებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ზომები, კერძოდ, გამკაცრდეს სასჯელები როგორც ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, გადაზიდვისა ან გადაგზავნის, ისე მათი გასაღებისთვის.

ცვლილებით გაიმიჯნა ნარკოტიკული დანაშაულების შემადგენლობა და გამკაცრდა დასახელებულ დანაშაულებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ზომები, კერძოდ, გამკაცრდა სასჯელები როგორც ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, გადაზიდვისა ან გადაგზავნის, ისე მათი გასაღებისთვის.

ცვლილების თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 2601 მუხლი, რომელიც ცალკე შემადგენლობად განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, გადაზიდვასა და გადაგზავნას, ამასთანავე, გამკაცრდა დასახელებული დანაშაულისთვის სასჯელის ზომა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 2603 მუხლი, რომელიც ცალკე შემადგენლობად განსაზღვრავს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გაყიდვას. ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 2602 მუხლი, რომელიც ცალკე შემადგენლობად განსაზღვრავს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღებას ან/და გასაღებაში ხელშეწყობას. ამასთანავე, გამკაცრდა დასახელებული დანაშაულისთვის სასჯელის ზომა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 2611 მუხლი, რომელმაც ცალკე შემადგენლობად განსაზღვრავს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, გადაზიდვას ან გადაგზავნას. აგრეთვე გამკაცრდა პასუხისმგებლობა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, დამზადების, წარმოების, გადაზიდვისა და გადაგზავნისთვის.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, დასჯადად განისაზღვრება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ზემოქმედების დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45- მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან სისხლის სამართლის კოდექსის 273- მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

ამასთან, განისაზღვრა ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნის საფუძვლები, კერძოდ ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა შეიძლება დაინიშნოს ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:

ა) ნარკომანიით დაავადებულმა პირმა ჩაიდინა ამ კოდექსის XXXIII (ნარკოტიკული დანაშაული) თავით გათვალისწინებული დანაშაული;

ბ) ფიზიკურ პირს ამ კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაესვა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებაზე დამოკიდებულების დიაგნოზი.

ცვლილებით ასევე განისაზღვა ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა და მისი მიზნები, კერძოდ: 1) ფიზიკურ პირს ამ კოდექსის XXXIII (ნარკოტიკული დანაშაული) თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელთან ერთად ექიმ-ნარკოლოგთა კომისიის დასკვნის საფუძველზე, არაუმეტეს 2 წლის ვადით შეიძლება დაენიშნოს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა; 2) ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა შეიძლება დაინიშნოს მსჯავრდებულის სასჯელისგან სრულად გათავისუფლებისას ან მისთვის სასჯელის პირობითად ჩათვლისას, ხოლო სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისას სავალდებულო მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია.

ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის მიზნებია:

ა) პირის მიერ ახალი დანაშაულის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის თავიდან აცილება;

ბ) საზოგადოებრივი წესრიგისა და მოსახლეობის დაცვა;

გ) პირის განკურნება.

ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას ნარკომანიით დაავადების ხასიათი და სიმძიმე, ნარკომანიით დაავადებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მისი პიროვნება.

ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის აღსრულება დაიწყება, თუ პირის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა შეიძლება შეწყვიტოს სავალდებულო მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულების ადმინისტრაციამ ექიმ-ნარკოლოგთა კომისიის დასკვნის საფუძველზე.

წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6475927?publication=0#DOCUMENT:1; (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

გაიგე მეტი LAWHUB - ისგან

გამოიწერე ჩვენი ვებგვერდი და მიიღე პირველმა სიახლეები.

განაგრძეთ კითხვა