კითხვის რეჟიმი

საქართველომ Meta-ს გასული წლის 6 თვეში ანგარიშებზე ინფორმაცია 47-ჯერ სთხოვა

ილია ბოჭორიშვილი
Getting your Trinity Audio player ready...

2023 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს მთავრობამ Meta-ს მომხმარებელთა პერსონალური ანგარიშების შესახებ 47 თხოვნით, ჯამში 149 ანგარიშის შესახებ მიმართა. Meta-ს წლის ანგარიშის მიხედვით, მოთხოვნათა უმეტესობა სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ინტერესით იყო გამოწვეული და საქართველოდან შესული მოთხოვნების 93.62% დადებითად დააკმაყოფილეს, რაც ნიშნავს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია Meta-მ საქართველოს ხელისუფლებას მიაწოდა.

საუბარია Meta-ში შემავალი Facebook-ის, Instagram-ის, Messenger-ისა და Whatsapp-ის ანგარიშებზე. ჰოლდინგი ინფორმაციის სრულად, ნაწილობრივ ან საერთოდ არგაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას თითოეული განცხადის დეტალური, სამართლებრივი შესწავლის საფუძველზე იღებს.

"სქრინი" ანგარიშიდან

“სქრინი” ანგარიშიდან

Meta-ს მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს მთავრობისგან შესული მოთხოვნების რაოდენობა გაზრდილია. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან Meta-ში 27 მოთხოვნა შევიდა, 2022 წლის ივლისს-დეკემბერში კი – 28.

ანგარიშის მიხედვით, წინა წლებთან შედარებით, გასული წლის პირველ 6 თვეში გაზრდილია Meta-ს მიერ საქართველოს მთავრობის მოთხოვნების დაკმაყოფილების მაჩვენებელიც.

რეგიონის ქვეყნებიდან Meta-ს გასული წლის პირველ ექვს თვეში ყველაზე ხშირად საქართველოდან მიმართავდნენ. სომხეთის მთავრობამ იმავე პერიოდში Meta-ს 5 მოთხოვნა გაუგზავნა (60% დაკმაყოფილდა), აზერბაიჯანის მთავრობამ კი – 15 (40% დაკმაყოფილდა).

Meta-მ გასული წლის პირველ ექვს თვეში ყველაზე მეტი მოთხოვნა აშშ-დან მიიღო, 74 ათასამდე (73 956) განაცხადი 125 ათასზე მეტი პირის ანგარიშებს შეეხებოდა. დაკმაყოფილდა მოთხოვნის 87.84%.

ევროპის ქვეყნებიდან პერსონალურ ანგარიშებზე ინფორმაციის მიღების მოთხოვნით, Meta-ს ყველზე მეტი განცხადება გერმანიიდან აქვს მიღებული. 21 ათასამდე განაცხადის (20 741) 71.75% დადებითად დაკმაყოფილდა.

 

წყარო: იხილეთ აქ.

გაზიარება:
⚖️ მხარი დაუჭირეთ Lawhub-ს
×

📊 რას ხმარდება თქვენი წვლილი?

Lawhub არაკომერციული პროექტია. თქვენი მხარდაჭერა ხმარდება მხოლოდ პლატფორმის სიცოცხლისუნარიანობას:

🌐 ჰოსტინგი და სერვერი უზრუნველყოფს საიტის მაღალ სიჩქარეს და 24/7 ხელმისაწვდომობას ნებისმიერ დროს.
🔗 დომენის განახლება პლატფორმის ოფიციალური მისამართის ყოველწლიური შენარჩუნება და რეგისტრაცია.
🔒 SSL და უსაფრთხოება მომხმარებელთა მონაცემების დაცული გადაცემა და საიტის უსაფრთხო კავშირი.
🛠️ ტექნიკური მხარდაჭერა ხარვეზების მომენტალური გასწორება და სისტემის მუდმივი ოპტიმიზაცია.
🚀 განვითარება ახალი იურიდიული ხელსაწყოების და ფუნქციონალის დამატება თქვენი მოთხოვნის შესაბამისად.
×

💎 ბოლო დონაციები

გიორგი მ.10₾
ანა კ.20₾

🕒 მონაცემები ახლდება 7 დღეში ერთხელ

×

🏦 აირჩიეთ ბანკი

⚠️ ძალიან მნიშვნელოვანია: გადარიცხვის დანიშნულებაში მიუთითეთ: LAWHUB

ღილაკზე დაჭერით ანგარიშის ნომერი ავტომატურად დაკოპირდება და გადახვალთ ბანკის ავტორიზაციის გვერდზე:

Bank of Georgia
TBC Bank
Hash Bank
🔒 Lawhub არ აგროვებს თქვენს საბანკო მონაცემებს. გადარიცხვა ხდება უშუალოდ ბანკის დაცულ სისტემაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

გაიგე მეტი LAWHUB - ისგან

გამოიწერე ჩვენი ვებგვერდი და მიიღე პირველმა სიახლეები.

განაგრძეთ კითხვა